ოკუპირებულ ყირიმში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გადაწყვეტილება ადგილობრივმა დე ფაქტო ხელისუფლებამ ენერგომომარაგებისა და ინფრასტრუქტურის მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემების ფონზე მიიღო.

რუსული მედიის ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმი გავრცელდება როგორც ყირიმის ნახევარკუნძულზე, ისე სევასტოპოლზე. დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნული ზომა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების უზრუნველყოფასა და მოსახლეობის საჭიროებების ოპერატიულად დაკმაყოფილებას ემსახურება.

ბოლო დღეებში ყირიმში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებები და სხვა ლოგისტიკური სირთულეები დაფიქსირდა. ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, შესაბამისი სამსახურები ვითარების სტაბილიზაციაზე მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები