უკრაინის თავდაცვის უწყება ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

მათივე ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ძვირფასო ჟურნალისტებო, გპასუხობთ ყველას ერთად. არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 29 იანვარს, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი, სავარაუდოდ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

კერძოდ, ჟურნალისტმა რომან ციმბალიუკმა ზალუჟნის „გათავისუფლების“ შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ უკრაინას ახალი მთავარსარდალი ჰყავს.

„ჩვენ გვყავს ახალი მთავარსარდალი. უკრაინის პრეზიდენტმა დანიშნა კირილ ბუდანოვი (დაზვერვის სამმართველოს უფროსი) ვალერი ზალუჟნის შემცვლელად“, – დაწერა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები