თბილისში, პლასტმასის ქარხნის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია (ფოტო)
ქალაქ თბილისში, რქაწითელის ქუჩაზე მდებარე საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
„ადგილზე, უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.
უწყვეტი მუშაობის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლიკვიდაცია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.