პუტინსა და მერკელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
უკრაინაში მიმდინარე მოვლენები სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ განიხილეს რუსეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა.
ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ უკრაინაში სტაბილურობისთვის აუცილებელია ქვეყნის ტერიტორიიდან რუსი სამხედროების გამოყვანა და საზღვრის კონტროლი.
ლიდერებმა კიდევ ერთხელ შეაფასეს მინსკში დადებული შეთანხმება და მისი პირობების შესრულების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მორიგი განცხადება გაკეთდა ვაშინგტონში. სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ თუკი მინსკის შეთანხმების პირობები შესრულდება, შეერთებული შტატები მზად იქნება რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ნაწილი გააუქმოს.