დავით არახამია: უკრაინის რადაში დიდი კრიზისი ახლოვდება

უკრაინის რადას კრიზისი ემუქრება იმ დეპუტატების გამო, რომლებსაც მუშაობის შეწყვეტა სურთ, – ამის შესახებ უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა უკრაინის უმაღლეს რადაში არ არის ერთობა, რომელიც იყო წელიწად-ნახევრის წინ და ახლა ამ მხრივ კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა, ვიდრე ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე იყო.

„პარლამენტთან დაკავშირებით დიდი კრიზისი ახლოვდება, რადგან ფრაქციაში გადადგომის შესახებ 17 განცხადება მაქვს. ანუ პარლამენტში უკვე 401 კაცი გვყავს, სამედიცინო მიზეზების გამო კიდევ ერთს აუცილებლად გავათავისუფლებთ – 400 კაცი იქნება. 400-დან 226 [მინიმალური რაოდენობა, რომელიც საჭიროა გადაწყვეტილების მისაღებად] დეპუტატის შეკრება ძალიან რთული იქნება“, – განაცხადა არახამიამ.

როგორც მან აღნიშნა, სხვა ფრაქციებსა და პარტიებშიც არიან დეპუტატები, რომლებსაც წასვლის სურვილი აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები