“ყველა ხედავს, რომ ზურაბიშვილის პათოსი და პოლიტიკური განწყობა არ განსხვავდება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დამოკიდებულებებისგან” – გია ვოლსკი

„ყველა ხედავს, რომ სალომე ზურაბიშვილის პათოსი და პოლიტიკური განწყობა არ განსხვავდება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დამოკიდებულებებისგან“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ყველა ხედავს, რომ სალომე ზურაბიშვილის პათოსი და პოლიტიკური განწყობა არ განსხვავდება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დამოკიდებულებებისა და პოზიციებისგან. აქ არის კიდევ მეორე საკითხი, რომ რაც  უნდა ერთი იყოს ხედვები და პოლიტიკური განწყობა, მნიშვნელოვანია პოლიტიკურ ლიდერებს შორის ურთიერთობა. ვერ წარმომიდგენია პოლიტიკური სუბიექტი, რომლის შემადგენლობა კონსტრუქციულ დიალოგში იქნება სალომე ზურაბიშვილთან.

თუმცა, თუ რევოლუციური გეგმის ფორმატში გადაწყდა, რომ ესენი ერთად უნდა იყვნენ, ვალდებულება მათ შორის სალომე ზურაბიშვილს ექნება. (ოპოზიცია) მძევლები არიან რევოლუციური გეგმის. ერთი ცოტა ეცადა, რომ თავისი „ფორდ მუსტანგით“ გაერღვია ეს ორბიტა. ძალიან რთული იქნება შეიქმნას პლატფორმა, რომელსაც მესამე ძალა შეიძლება ეწოდოს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები