“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითოეული პრიორიტეტი შესრულდეს, იმედი გვაქვს, ამ პროცესში ოპოზიციაც ჩაერთვება” – ირაკლი კობახიძე 9 პრიორიტეტზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „იმედთან“ საუბრისას აცხადებს, რომ 29 იანვრის შეხვედრაზე მხარეები შეეცდებიან, შეაჯერონ პოზიციები იმ ფორმატების თაობაზე, რომლის ფარგლებშიც 9 პუნქტის შესასრულებლად მუშაობა გაგრძელდება.

„განხილული იქნება ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია 9 პუნქტის შესრულებასთან, მათ შორის, საუბარი გვექნება სამუშაო ფორმატებზეც. რაზეც შევჯერდებით, ბუნებრივია იმის მიხედვით გაგრძელდება სამუშაო პროცესი.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შესრულდეს თითოეული პრიორიტეტი. იმედი გვაქვს, რომ შესაბამისი სუბიექტები, მათ შორის ოპოზიციაც იქნება ჩართული ამ პუნქტების შესრულებაში წინა პრაქტიკისგან განსხვავებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები