უკრაინა რუსეთის 200 მოქალაქის წინაღმდეგ სანქციებს ამზადებს

რუსეთის ფედერაციის 200 ფიზიკურ და იურიდიულ პირს პერსონალური სანქციები შეეხება. შესაბამისი სია უკრაინის ხელისუფლებამ შეადგინა. პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენიუკმა განაცხადა, რომ ამ პირებს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ.
რუსეთის მოქალაქეებიდან კონკრეტულად ვინ შევიდა ამ სიაში, იაცენიუკმა არ განაცხადა.
„გარდა ამისა, საუბარია აქტივების გაყინვაზე, აკრძალვა პრივატიზაციაში მონაწილეობაზე, რუსეტტან დაახლოებული ყველა კომპანიის ფინანსური მონიტორინგი“, – განაცხადა იაცენიუკმა. მან აღნიშნა, რომ მთავრობამ უკრაინის ყველა კომპანიის სია შეადგინა, რომლებშიც რუსეთს წილი გააჩნია.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის და უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც სანქციების დაწესების საკითხს განიხილავენ, უახლოეს მომავალში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები