შვედეთის მთავრობა გადადგა

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ფრედრიკ რეინფელდტმა არჩევნებში დამარცხება აღიარა და გადადგომის შესახებ განაცხადა, შესაბამისად გადადგა მთვარობაც.
წინასწარი მონაცემებით, მმართველმა პარტიამ და მემარჯვენე ბლოკმა “ალიანსმა შვედეთისთვის” საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების უმრავლესობა ვერ მოიპოვეს.
“წინასაარჩევნო ბრძოლა დასრულდა. ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა”,-აღნიშნა შვედეთის უკვე ყოფილმა პრემიერმა. რეინფელდტმა განაცხადა, რომ დატოვებს თავისი პარტიის ლიდერის პოსტსაც.
ამასთან, შვედეთის მთავრობის შემადგენლობაში იყო საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტიც, რომელმაც ბოლო პერიოდში მკაცრად გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების გამო. პრესაში, მათ შორის – შვედურ მედიაში გავრცელდა მასალები, რომელიც ბილდტსა და სააკაშვილს შორის არსებულ კავშირებზე მიუთითებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები