4 მისტიფიკაცია, რომელიც ადამიანებმა დაიჯერეს
ბევრ ადამიანს აინტერესებს საკითხები, რომლებსაც მეცნიერება ვერ ხსნის. ჩვენ გვიყვარს შეთქმულების თეორიების და ათასი სისულელის ჯერ მოსმენა, შემდეგ კი, დაჯერება. ისტორიის მანძილზე, როგორც ინდივიდებმა, ისე ჯგუფებმა შეიმუშავეს გარკვეული სქემები სხვების მოსატყუებლად. მოგიყვებით რამდენიმე ისტორიული „ხუმრობის“ შესახებ.
მერი ტოფტი – ქალი, რომელმაც გააჩინა კურდღელი, 1726 წ.
ინგლისელმა ქალმა არა რიგითი მოქალაქეების, არამედ ექიმების მოტყუება მოახერხა. გარკვეული მანიპულაციებით, მან რამდენიმე ექიმი დაარწმუნა, რომ კურდღელი გააჩინა. მე-15 კურდღლის „დაბადების“ შემდეგ გადაწყვიტეს მერი ტოფტი დაკვირვების ქვეშ მოექციათ, რის შედეგადაც იგი მოტყუებით დაიჭირეს და სიმართლეც გაირკვა. საზოგადოება დიდი ხნის განმავლობაში დასცინოდა ექიმების გულუბრყვილობას.
„დიდი მთვარის ხუმრობა”, 1835 წ.
„დიდი მთვარის ხუმრობა” გახლავთ სტატიების სერია, რომელიც გამოქვეყნებულია გაზეთ “ნიუ-იორკ სანში”. მათ განაცხადეს დიდი ამრეკლავი ტელესკოპის შესახებ, რომლის მეშვეობითაც, მეცნიერებმა, თითქოს, შეძლეს მთვარის ზედაპირის დეტალური გამოკვლევა და აღმოაჩინეს ადგილობრივი ცივილიზაცია – ადამიანები, რომლებიც თაგვებს ჰგავდნენ. ტყუილი რამდენიმე კვირის შემდეგ გამოაშკარავდა, მაგრამ ამან გაზეთის ტირაჟზე არ იმოქმედა. საზოგადოება გაერთო საკუთარი გულუბრყვილობით.
კარდიფის გიგანტი, 1869 წ.
კარდიფის გიგანტი არის 3 მ-ზე მეტი სიმაღლის მქონე ადამიანის სკულპტურა, რომელიც საკმაოდ წარმატებით გაასაღეს ნამდვილი გიგანტის გაქვავებულ ნაშთებად, რომელიც პრეისტორიულ ხანაში ცხოვრობდა. ლეგენდის თანახმად, ორმა კარდიფელმა მუშამ სხეული ჭაბურღილის თხრისას აღმოაჩინა. მიწის მფლობელმა მაშინვე დაიწყო გადასახადის აკრეფა მათგან, ვინც გიგანტის სანახავად მოდიოდა. რასაკვირველია, მალე სიმართლე გამოირკვა.
სპაგეტის ხე, 1957 წ.
1957 წლის 1-ელ აპრილს BBC-ის მიერ დადგმული „პრანკი“ გაცილებით წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე ვინმე იფიქრებდა. ბევრ მაყურებელს წარმოდგენა არ ჰქონდა, საიდან მოვიდა მაკარონი, ამიტომ მათ დაიჯერეს, რომ ამბავი შვეიცარიაში სპაგეტის მოსავლის შესახებ მართალი იყო. სატელევიზიო კომპანიამ მიიღო უამრავი ზარი ადამიანებისგან, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ, როგორ გაეზარდათ ხე დამოუკიდებლად.