ავღანეთში აფეთქებამ ნატოს 3 სამხედრო იმსხვერპლა

ქაბულში დღეს ნატოს ავტოკოლონაზე თავდასხმის დროს ნატოს 3 სამხედრო დაიღუპა. 5-მა ჯარისკაცმა კი დაზიანებები მიიღო. ერაყის ხელისუფლების განცხადებით, დაშავებული სამხედროების გარდა 13 სამოქალაქო პირია დაშავებული.
გავრცელებული ინფორმაციით, კამიკაძე ამერიკის საელჩოს მახლობლად აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე დანაღმული ავტომობილით სამხედრო კოლონას დაეჯახა. პასუხისმგებლობა მომხდარზე საკუთარ თავზე თალიბებმა აიღეს. ამის შესახებ მათ ტვიტერის მეშვეობით განაცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები