ირაკლი ქადაგიშვილი: ლევან ბეჟაშვილის განცხადება არის გაგრძელება იმისა, რასაც ამ ორი წლის განმავლობაში აკეთებდნენ საქართველოს წინააღმდეგ
მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
“ბეჟაშვილის განცხადება არის გაგრძელება იმისა, რასაც ამ ორი წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ამ მავნებლობით აკეთებდნენ საქართველოს წინააღმდეგ. სააკაშვილის დროს პენიტენციური სამსახური მიმართული იყო, რომ მაქსიმალურად დაეზიანებინათ ადამიანი ნება, ჯანმრთელობა, ღირსება ყველანაირი წამებით. მერე იტყვიან, ხალხი რატომ აკეთებს არჩევანსო, ხალხი ხედავს ამ განსხვავებას“, – აცხადებს ქადაგიშვილი.
ცნობისთვის, ლევან ბეჟაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სააკაშვილს „არც სასჯელაღსრულების და არც სამედიცინო დაწესებულებაში არ უტარდება შესაბამისი მკურნალობა და მისი მდგომარეობა არის კრემლის მიმართ მისი დაუმორჩილებლობის შედეგი“.