მედია: ზელენსკიმ შეხვედრები გააუქმა და ბელგოროდის ოლქში „ილ-76“-ის ჩამოვარდნის გარემოებების გარკვევას ელოდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრები გააუქმა და ბელგოროდის ოლქში რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის, „ილ-76“-ის ჩამოვარდნის გარემოებების გარკვევას ელოდება.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის ოფისსა და საოლქო სამხედრო ადმინისტრაციების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, სახელმწიფოს მეთაურმა გააუქმა რეგიონული შეხვედრები თვითმფრინავის ჩამოვარდნის გარემოებების გარკვევამდე. გარდა ამისა, სახელმწიფოს მეთაურმა აკრძალა დაბადების დღის მისალოცი შეხვედრების დანიშვნა.

შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს რუსეთში, ბელგოროდის ოლქში სამხედრო თვითმფრინავი „ილ-76“ ჩამოვარდა.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ აღნიშნულ თვითმფრინავს 65 უკრაინელი ტყვე გადაჰყავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა.

თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არ ფლობენ სანდო ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ იმყოფებოდა ბელგოროდის ოლქში ჩამოგდებულ რუსულ სამხედრო თვითმფრინავში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები