რუსებმა ბრიანსკის ოლქში ორი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბრიანსკის ოლქში თვითმფრინავის ტიპის ორი დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბოგომაზმა განაცხადა.
„კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა დრონების გამოყენებით. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ორი თვითმფრინავის ტიპის დრონი ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე. მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა. ადგილზე ოპერატიული და სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ. მადლობა ჩვენს საჰაერო თავდაცვის დანაყოფებს!“, – წერს ბოგომაზი „ტელეგრამზე“.