თეთრი სახლი: აშშ ვერ ადასტურებს, რომ ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილ ილ-76-ში უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ

(Official White House Photo by Tia Dufour)

შეერთებულ შტატებს არ შეუძლია დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავში, ილ-76-ში, რომელიც ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა, უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ.

ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ ცნობები, მაგრამ არ ვართ იმ პოზიციაში, რომ ისინი დავადასტუროთ“, – აღნიშნა კირბიმ.

მანვე დასძინა, რომ შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ბორტზე 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა და ყველა მათგანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები