გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, გაზარდონ უკრაინისათვის იარაღის მიწოდება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შოლცმა ყოველკვირეულ გაზეთ Die Zeit-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ევროპამ მეტი უნდა გააკეთოს უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად. ევროპული ქვეყნების მიერ 2024 წლისთვის გამოყოფილი სახსრები ჯერ კიდევ არ არის საკმარისად დიდი“, – აღნიშნა შოლცმა.
გერმანიის კანცლერი იმის განხილვის მოწოდებით გამოვიდა თუ როგორ შეუძლია თითოეულ ქვეყანას კიევის „დახმარების მნიშვნელოვნად გაფართოება“.
მისივე თქმით, ის „საკმაოდ გაღიზიანებულია“ იმით, რომ გერმანიას მუდმივად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ არ აკეთებს საკმარისს, როდესაც ის უკვე „მეტს აკეთებს, ვიდრე ევროკავშირის ყველა სხვა ქვეყანა, ბევრად მეტს“.