ჩინეთში მაღალსართულიან კორპუსში ხანძარს, სულ მცირე, 39 მოქალაქე ემსხვერპლა – შენობაში კიდევ რჩებიან ადამიანები

ჩინეთის აღმოსავლეთით, ქალაქ სინიუში​ მაღალსართულიან კორპუსში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 39 ადამიანი ემსხვერპლა, 9 ადამიანი დაშავდა.

სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ შენობაში ადამიანები ჯერ კიდევ რჩებიან და მათ გადარჩენას ცდილობენ.

მომხდარის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები