იტალიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ
იტალიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პროფკავშირებმა ერთდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს.
ამის შესახებ ANSA წერს.
გაფიცვას შეუერთდნენ – პროფკავშირები Cobas Lavoro Privato, Cub Trasporti, Adl, Sgb, Associazioni lavoratori Cobas e Orsa, რომლებიც მეტროს, ავტობუსის და ტრამვაის მუშაკებს მოიცავს.
გაფიცულები ხელფასების გაზრდას და სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითხოვენ, კერძოდ, ისინი გრძელ და დამქანცველ სამუშაო გრაფიკს უჩივიან.
იგეგმება რომში ტრანსპორტის სამინისტროსთან მისვლაც.