“ყველა დაღუპულია” – ბელგოროდის გუბერნატორი ჩამოვარდნილ ილ-76-ზე
ბელგოროდის ოლქში სატრანსპორტო თვითმფრინავის ილ-76-ის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაღუპულია, – განაცხადა გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა.
ამის შესახებ მან ტელეგრამში დაწერა.
“კოროჩანსკის რაიონში სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ის დასახლებულ პუნქტთან ახლოს, მინდორში ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა”, – დაწერა მან.
გლადკოვის თქმით, ავარიის ადგილი შემოსაზღვრულია, ადგილზე მობილიზებულია ყველა ოპერატიული სამსახური და მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.