“შესანიშნავი ბიჭია” – ტრამპი ვიცეპრეზიდენტად სენატორ ტიმ სკოტის კანდიდატურას განიხილავს

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავის პოტენციურ ვიცეპრეზიდენტად სამხრეთ კაროლინის შტატიდან სენატორს, ტიმ სკოტის კანდიდატურას განიხილავს.

ტრამპის თქმით, “ის შესანიშნავი ბიჭია”.

„ის ბიჭია, რომელსაც მე ვუყურებ“, – თქვა ტრამპმა The Howie Carr Show-ში, როდესაც მას სკოტის კანდიდატურაზე ჰკითხეს.

ამავდროულად, ტრამპს საბოლოო დადებითი პასუხი არ გაუცია, მაგრამ სენატორის ქება დაიწყო: ”ის შესანიშნავი ბიჭია, დიდი ხანია, ჩემი მეგობარია”.

2023 წლის დეკემბრის ბოლოს ტრამპმა განაცხადა, რომ პოტენციურ ვიცეპრეზიდენტად ჯერ არავის განიხილავს.

ტიმ სკოტი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციის ერთ-ერთი პრეტენდენტი იყო, თუმცა, მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა.

სკოტის თქმით, შეერთებულ შტატებს სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც „დღეს ჩაკეტავს საზღვარს” და „გააერთიანებს ჩვენს ქვეყანას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები