სალომე ზურაბიშვილი: ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია – ადამიანის უფლებები თუ ევროპული ღირებულებები სხვა კი არაფერია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კეკელიძის N1-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების პროცესს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! ადამიანის უფლებები თუ ევროპული ღირებულებები სხვა კი არაფერია!”, – წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, აღსრულების პოლიცია კეკელიძის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შესვლას ამ დრომდე ცდილობს, მაგრამ სადარბაზოში შესასვლელი რკინის კარი შედუღებულია. ადგილზე შეკრებილები არიან ოჯახის მხარდამჭერები, რომლებიც აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს საშუალებას არ აძლევენ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლების პროცესი დაიწყონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები