ალუდა ღუდუშაური: “ლელო” “ნაცმოძრაობასთან” არის წილნაყარი
“ლელო” რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” არის წილნაყარი და ეს რომ ერთი ფესვის სხვა განშტოებაა, ამაზე საუბარი, უბრალოდ, წარმოუდგენელია. ვისურვებდი, რომ მათ სიმართლე უთხრან ხალხს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ლელომ” ძალა უნდა მოიკრიბოს და საზოგადოების წინაშე აღიაროს, რომ “ნაცმოძრაობის” დანამატია.
“აქ არც როზნერი გჭირდება და არც არავინ. არანაირი პიარული სვლა არ სჭირდება ამ ყველაფერს. უბრალოდ, “ლელოში” გამბედაობა უნდა მოიკრიბონ და უთხრან ქართველ ხალხს – დიახ, ჩვენ ვართ “ნაციონალური მოძრაობის” დანამატი, ჩვენ ვართ “ნაციონალური მოძრაობის” იდეოლოგიის ერთ-ერთი გამტარებელი ხაზი, უბრალოდ, ამ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე, ჩვენ ვასრულებთ სხვა პაიკის როლს”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.