პოლონეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს
პოლონეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ დღეს, ქვეყნის პარლამენტის სპიკერი ევა კოპაჩი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა. კოპაჩს ახალი მთავრობის ფორმირება უკვე დაევალა. 57 წლის კოპაჩმა ამ თანამდებობაზე დონალდ ტუსკი შეცვალა, რომელიც 9 სექტემბერს გადადგა. 30 აგვისტოს ტუსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტად დაინიშნა, რომელიც ახალ თანამდებობაზე მუშაობას 1-ელი დეკემბრიდან დაიწყებს. ამის მიუხედავად, დონალდ ტუსკი და მისი კაბინეტი მოვალეობის შესრულებას მინისტრთა ახალი კაბინეტის დამტკიცებამდე გააგრძელებს.