სოხუმის დამწვარი საგამოფენო დარბაზიდან 200-მდე ნამუშევრის გადარჩენა მოხერხდა (ფოტო, ვიდეო)

სოხუმში მდებარე მხატვართა კავშირის ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 200-მდე ნამუშევარი გადარჩა.

ამის შესახებ ე.წ. კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს.

გადარჩენილი ნამუშევრები, ამჟამად, აფხაზური თეატრის რეკვიზიტების დარბაზშია, მათ რესტავრატორები შეამოწმებენ.

ზოგიერთმა მხატვარმა თავისი ნახატები გასაშრობად სახლში წაიღო.

საგამოფენო დარბაზში ხანძარი 21 იანვრის ღამით გაჩნდა. ცეცხლს 11 სახანძრო ბრიგადა აქრობდა. დილის 7:00 საათისთვის ცეცხლის ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა, ალი სხვა შენობებსაც გადაედო.

ოკუპირებული აფხაზეთის ეროვნული სამხატვრო გალერეა გასული საუკუნის 60-იან წლებში შეიქმნა. მის კოლექციაში შედიოდა ისეთი ცნობილი აფხაზი ოსტატების ოთხ ათასზე მეტი ნამუშევარი, როგორებიც არიან ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძე, ვარვარა ბუბნოვა, ბორის პეტროვი, ვლადიმერ კონტარევი, მარინა ეშბა, ვიტალი ლაკრბა, ვალერი გამგია, ვიტალი ჟენია, ამირან ადლეიბა, ოლგა ბრენდელი და მრავალი სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები