“ჩინეთთან თანამშრომლობით დაინტერესებულია მთელი დანარჩენი მსოფლიო, უკლებლივ ყველა, ჩვენი ოპოზიციის გამოკლებით, რომელსაც უნდა, რომ ბნელში და იზოლაციაში აღმოვჩნდეთ” – მიხეილ სარჯველაძე
„ჩინეთთან თანამშრომლობით დაინტერესებულია მთელი დანარჩენი მსოფლიო, უკლებლივ ყველა, ჩვენი ოპოზიციის გამოკლებით, რომელსაც უნდა, რომ ბნელში და იზოლაციაში აღმოვჩნდეთ ამ ხელისუფლების პირობებში, რომ ქვეყანა იყოს წარუმატებელი“, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„როდესაც ჩინეთზე ვსაუბრობთ, ეს არის მსოფლიოს მეორე ეკონომიკა, უზარმაზარი პოტენციალისა და შესაძლებლობების სახელმწიფო, რომელთან თანამშრომლობით დაინტერესებულია მთელი დანარჩენი მსოფლიო, უკლებლივ ყველა, ჩვენი ოპოზიციის გამოკლებით, რომელსაც უნდა, რომ ბნელში და იზოლაციაში აღმოვჩნდეთ ამ ხელისუფლების პირობებში, რომ ქვეყანა იყოს წარუმატებელი. ამიტომ, აბსოლუტურად ბუნებრივი, ლოგიკური და ყველასთვის გასაგებია, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც მთელი ცივილიზებული სამყარო იყრის თავს და მიიღება უმაღლესი დონის გადაწყვეტილებები, ბუნებრივია, ჩინეთის მონაწილეობის გარეშე ეს უბრალოდ წარმოუდგენელია.
შესაბამისად, ყველა, საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ დაინტერესებულია, რომ ჩინეთთან ჰქონდეს რაც შეიძლება კარგი ურთიერთობა. ამის არის განპირობებული ინტერესიც და ისიც, რომ უმაღლეს დონეზე ჩინეთის წარმომადგენლებით“, – აღნიშნა სარჯველაძემ.