“ჩინეთთან, არაჩვეულებრივი სავაჭრო ურთიერთობის გარდა, პოლიტიკური ურთიერთობაც აქვს არაერთ ევროპულ სახელმწიფოს, ჩვენ უნდა აღმოვჩნდეთ მაინცდამაინც საპირისპირო პოზიციაზე?” – მიხეილ სარჯველაძე

„ჩინეთთან, არაჩვეულებრივი სავაჭრო ურთიერთობის გარდა, პოლიტიკური ურთიერთობაც აქვს არაერთ ევროპულ სახელმწიფოს. შეერთებული შტატებიც ნორმალურ ურთიერთობას ინარჩუნებს და ჩვენ უნდა აღმოვჩნდეთ მაინცდამაინც საპირისპირო პოზიციაზე?“, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ სტრატეგიული მიზანია, ჩვენი ქვეყნისთვის შუა დერეფანი გავხდეთ? შუა დერეფანი რომ გახდე, ვის და ვის შორის უნდა შევასრულოთ ამ შუა დერეფნის ფუნქცია? რა თქმა უნდა, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ვის შორისაც მდებარეობს საქართველო. ამ ფონზე ლაპარაკი იმაზე, რომ მოდი ჩინეთი გამოვთიშოთ აქედან ან ცუდი ურთიერთობა გვქონდეს მათთან, მაგრამ ისინი მაინც გაივლიან ჩვენი დერეფნის მეშვეობით, რა თქმა უნდა აბსურდია. ეს გადასარევად ესმით (ოპონენტებს). ეს იმდენად პრიმიტიული საკითხია, შეუძლებელია, ვინმეს არ ესმოდეს“, – აცხადებს სარჯველაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები