„ბოევიკები“ ლუგანსკის ოლქში უკრაინული პროდუქტების შემოტანის აკრძალვას აპირებენ
„ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ „ბოევიკებმა“ ოლქში უკრაინული პროდუქტების შემოტანის აკრძალვას და რუსული პროდუქციით მათ შეცვლას აპირებენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის პრესმდივანმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა. ლუგანსკის ტერიტორიაზე მაღაზიების უმეტესობა არ მუშაობს, პროდუქტების რეალიზებას მხოლოდ რამდენიმე პატარა მაღაზია და ბაზარი ახდენენ. ლისენკოს თქმით, „ტერორისტები საქონლის უკრაინის სხვა რეგიონებიდან შემოტანის აკრძალვას აპირებენ“. სანაცვლოდ კი პროდუქტების შემოტანას რუსეთის ფედერაციიდან გეგმავენ.