გურამ მაჭარაშვილი: ერთმანეთს ასწრებენ, ჩაუშვან, ვინ უფრო მეტად აშავებდა საქართველოს ბრიუსელში, ეს ადამიანები გაშიფრულები არიან, როგორც ქვეყნის მოღალატეები

 „ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის განცხადებას ეხმაურება.

„გამყრელიძემ თქვა, რომ ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ იბრძოდა. სალომე სამადაშვილმა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას “შეცდომა” უწოდა. ამაზე მეტი აღიარება რა უნდა იყოს? სამნიძემ და დეკანოიძემ თქვეს, კოლმეურნეობის თავმჯდომარის გვარს არ დავასახელებთ, მაგრამ ის ბრიუსელში საქართველოს აშავებსო. სამადაშვილმა თქვა, მე ვარ კოლმეურნეობის თავმჯდომარეო და ვებრძვით სტატუსს, რადგან შეცდომაა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაო. ახლა ერთმანეთს ასწრებენ, ჩაუშვან, ვინ უფრო მეტად აშავებდა საქართველოს ბრიუსელში. ეს ადამიანები გაშიფრულები არიან, როგორც ქვეყნის მოღალატეები“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ განაცხადა: „ვიღაც-ვიღაცები ბრიუსელში დადიოდნენ და იძახდნენ, არ მისცეთ საქართველოს სტატუსიო, ესეც კარგად ვიცი, რადგან იქ ვიყავი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები