ნატოს ჯარებმა უკრაინაში წვრთნები დაიწყეს

ნატოს ჯარებმა – სამხედროებმა 15 ქვეყნიდან წვრთნები ლვოვის მახლობლად დაიწყეს. წვრთნებში 1300-მდე სამხედრო მონაწილეობს. მათ შორის ამერიკელი ჯარისკაცებიც არიან. პენტაგონის განცხადებით, წვრთნები უკრაინაში კრიზისის დაწყებამდე იყო დაგეგმილი. მანამდე, გასულ კვირას, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ვალერი გელეთეიმმა განაცხადა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა უკრაინას იარაღს მიაწვდიან. მან არ დააკონკრეტა, იარაღის რა სახეობებზეა საუბარი და რომელი ქვეყნებიდან შემოიტანენ. წარსულში ნატოს რამდენიმე ქვეყანამ უკრაინული ხელისუფლების წარმომადგენლების მსგავსი განცხადებები უარყო. ნატოში კი აცხადებენ, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გეგმები არ გააჩნიათ. თუმცა ცალკეულმა ქვეყნებმა ეს შეიძლება ორმხრივ ფორმატში გააკეთონ, – აცხადებენ ალიანსის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები