“უკრაინის ომის გაყინვა მის დასრულებას არ გამოიწვევს, პუტინი მტაცებელია, რომელსაც გაყინული საკვები არ აკმაყოფილებს” – ზელენსკი დავოსში

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში განაცხადა, რომ უკრაინის ომის გაყინვა მის დასრულებას არ გამოიწვევს, რადგან ვლადიმერ პუტინი მტაცებელია, რომელსაც “გაყინული საკვები” არ აკმაყოფილებს.

უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის დაუშვებლობაზე საუბრისას ზელენსკიმ დონბასში ბრძოლების მაგალითი მოიყვანა.

ზელენსკიმ გაიხსენა, რომ „2014 წლის შემდეგ, დონბასში ომის გაყინვის მცდელობები იყო. იყვნენ ძალიან გავლენიანი გარანტორები, როგორიცაა გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი. მაგრამ პუტინი არის მტაცებელი, რომელსაც გაყინული საკვები არ აწყობს“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები