ალინა კაბაევა რუსეთის სახელმწიფო დუმას ტოვებს – ელოდება თუ არა ის პუტინისგან შვილს?
წარსულში ცნობილმა სპორტსმენმა ალინა კაბაევამ უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით რუსეთის სახელმწიფო დუმას მიმართა. კაბაევა თანამდებობის დატოვების სურვილის მიზეზად სხვა სამსახურში გადასვლას ასახელებს. რუსული სააგენტოების წერენ, რომ კაბაევას შემდეგი სამსახური მის პროფესიას – სპორტს უკავშირდება. ალინა კაბაევა სიდნეის 2000 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი და ათენის 2004 წლის ოლიმპიადის ოქროს მედალოსანია. 2007 წლიდან კაბაევა რუსეთის სახელმწიფო დუმაში „ედინაია როსიას“ დეპუტატის რანგში წარმოადგენდა.
შეგახსენებთ, რუსული საინფორმაციო საშუალებები აქტიურად წერდნენ, რომ კაბაევა დიდი ხანია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის „გერლფრენდი“ გახლავთ და მათ საერთო შვილიც ჰყავთ. არაოფიციალური მონაცემებით კი კაბაევა პუტინისაგან კიდევ ერთ შვილს ელოდება და დუმიდან წასვლის გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო.