რასმუსენი: რუსეთი ნატოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

    რუსეთი ნატოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, – ამის შესახებ განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გააკეთა.
„არ ვფიქრობ, რომ რუსეთი დღეს პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს. რუსეთმა იცის, რომ ვაშინგტონის შეთანხმების მეხუთე მუხლი არსებობს, რომლის თანახმად, ნატოს რომელიმე ქვეყნის მიმართ აგრესიის შემთხვევაში, ალიანსის ყველა სხვა სახელმწიფოები მის დასაცავად გამოდიან“, – განაცხადა რასმუსენმა.
ამ ლოგიკით, რასმუსენის განცხადებით, „ნატომ უნდა აამაღლოს საკუთარი სამხედრო თავშეკავების პოლიტიკა, რათა საკუთარი თავდაცვისუნარიანობის დამაჯერებლობა უზრუნველყოს“.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა დასავლეთთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაზე უარი განაცხადა. რასმუსენის თქმით, რუსეთი ნატოს და დასავლეთს კვლავ მოწინააღმდეგედ აღიქვამს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები