თეიმურაზ მიქელაძე – გრიპის ვირუსზე: რაიმე განსაკუთრებული არ ხდება – თებერვლის ბოლოდან შემთხვევები მოიკლებს

“რაიმე განსაკუთრებული არ ხდება. ხდება ის, რაც ხდებოდა 5 წლის წინ და რაც მოხდება შემდგომ წლებში”,- ამის შესახებ პედიატრი თეიმურაზ მიქელაძე გრიპის ვირუსის შემთხვევებთან დაკავშირებით აცხადებს.

მისივე თქმით, შემთხვევების რაოდენობა თებერვლის ბოლოდან მოიკლებს.

“გრიპის შემთხვევებით, სხვა სეზონებთან შედარებით მეტი ადამიანი მოგვმართავს, მაგრამ, რაოდენობრივად, იგივე მომართვიანობაა, რაც შარშან ან 5 წლის წინ იყო. მთელი გრიპის სეზონზე დასნებოვნდება მთელი მოსახლეობის 25%-დან 35%-მდე და იმ 35%-ში ჩვენც ვიქნებით. რაიმე განსაკუთრებული არ ხდება. იგივე ხდება ევროპის კონტინენტზეც. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ახლა გრიპი ვრცელდება. დაახლოებით, თებერვლის ბოლოდან მოიკლებს შემთხვევები და მარტის ბოლოდან, ნელ-ნელა, გაივლის, როგორც ეს ზომიერი კლიმატის ქვეყნებში ხდება. რაიმე განსაკუთრებული არ ხდება. ხდება ის, რაც ხდებოდა 5 წლის წინ და რაც მოხდება შემდგომ წლებში“, – აცხადებს მიქელაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები