კოალიცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის წინააღმდეგ ერაყს დაეხმარება

   კოალიცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის წინააღმდეგ წევრებმა ერაყისთვის „საჭირო სამხედრო დახმარების“ მიწოდების შეთანხმებას მიაღწიეს. განცხადებაში, რომელიც პარიზში 40, მათ შორის 10 არაბული ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა „გადაუდებელია“.
„რა საფრთხეა? ის გლობალურია. ამიტომ პასუხიც გლობალური უნდა იყოს. ერაყის ბრძოლა ტერორისტებთან ასევე ჩვენი ბრძოლაც არის. ჩვენ ერთად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს თავზე – ასეთია ამ კონფერენციის მიზანი“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა შეხვედრის გახსნისას.
კონფერენციის თანათავმჯდომარემ, ერაყის პრეზიდენტმა ფუად მასუმმა აღნიშნა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ „ანგარიშზე“ მასობრივი მკვლელობები და გენოციდია. მან იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრის შედეგად ჯიჰადისტები „სწრაფ პასუხს“ მიიღებენ. რამდენიმე არაბულმა ქვეყანამ კი „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებზე“ ავიადარტყმებში მონაწილეობის მიღების მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები