ინფექციონისტი: ძირითადად, ამ ეტაპზე ცირკულირებს H1N1-ის შტამი

ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტის, მეგი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად H1N1-ის შტამი ცირკულირებს.

მისივე თქმით, მოთხოვნა სტაციონარიზაციაზე გაზრდილია.

“ძირითადად, ამ ეტაპზე, ყველაზე უფრო გავრცელებულია და ცირკულირებს H1N1-ის შტამი, რომელიც მიდის მაღალი ინტოქსიკაციით, ცხელებით, თავის ტკივილით, ხველით. ის პაციენტები, ვინც არიან ქრონიკული დაავადებების მატარებელნი, მათთან გართულების რისკი არის უფრო მეტი. მოთხოვნა გაზრდილია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ არ არის ამ შემთხვევაში ადგილები. ვინც მოდის, ვისაც სჭირდება რეალურად სტაციონარიზაცია, მათი მომსახურება აბსოლუტურად გამართულად არის შესრულებადი,” – აცხადებს ინფექციონისტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები