რუსეთის ვიცე – პრემიერმა უკრაინის თავდაცვის მინისტრს ბირთვულ ყუმბარაზე მეოცნებე მაიმუნი უწოდა

რუსეთის ვიცე-პრემიერი დიმიტრი როგოზინი უკრაინის თავდაცვის მინისტრის ვალერი გელეტეის განცხადებას ფეისბუქის გვერდზე გამოეხმაურა და მას ბირთვულ ყუმბარაზე მეოცნებე მაიმუნი უწოდა.
„ყუმბარიან მაიმუნზე უკვე მსმენია, მაგრამ ბირთვულ ყუმბარაზე მეოცნებე მაიმუნზე პირველად ვისმენ“, – ეს კომენტარი როგოზინმა უკრაინის თავდაცვის მინისტრის ვალერი გელეტეის მისამართით გააკეთა.
შეგახსენებთ, გელეტეის განცხადების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დასავლეთისგან ღირებულ დახმარებას ვერ მიიღებს, მაშინ მან ბირთვული ქვეყნის სტატუსი უნდა დაიბრუნოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები