თენგიზ ცერცვაძე: წელს ბევრია რესპირაციული ინფექციების რაოდენობა, ეს ხელოვნურ პანიკას იწვევს, თუმცა ლეტალობის შემთხვევები არ გვაქვს

ბევრია რესპირაციული ინფექციების შემთხვევების რაოდენობა, ეს ხელოვნურ პანიკას იწვევს, მაგრამ ამ დროს, ლეტალური შემთხვევები არ გვაქვს,- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა.

ცერცვაძის განმარტებით, გასულ წელს გრიპით გარდაცვალების 20-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.

“საქართველოში, გასულ წელს გრიპით გარდაცვალების დაახლოებით 20-მდე შემთხვევა გვქონდა, რაც ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში. 2024 წელს გრიპით გარდაცვალების დადასტურებული შემთხვევები არ გვაქვს. თითქოს, ბევრია რესპირაციული ინფექციების შემთხვევების რაოდენობა, ეს ხელოვნურ პანიკას იწვევს, მაგრამ ამ დროს, ლეტალური შემთხვევები არ გვაქვს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ “ინტერპრესნიუსთან”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები