ნადეჟდა სავჩენკოს გირაოთი გათავისუფლებაზე რუსეთის სასამართლომ კვლავ უარი განაცხადა

   რუსეთის სასამართლომ უკრაინელ მფრინავ ნადეჟდა სავჩენკოს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე კვლავ უარი თქვა და მისი პატიმრობაში ყოფნის ვადა 30 ოქტომბრამდე გააგრძელა. როგორც „იტარ-ტასი“ წერს, სასამართლოს სავჩენკოს მიმალვის ეშინია.
1 მილიონი რუბლის გირაოს სანაცვლოდ სავჩენკოს გათავისუფლების შემდეგ, ბრალდებულმა შესაძლოა, მიმალვა სცადოს და სასამართლოზე, რომელიც მის საქმეზე ჩატარდება, არ მოვიდეს.
შეგახსენებთ, რომ გამოძიების ვერსიით, ნადეჟდა სავჩენკო ბატალიონ „აიდარის“ შემადგენლობიდან ვერტმფრენ „მი-24“-ის შტურმანი იყო უკრაინის აღმოსავლეთით. ლუგანსკის დასახლებული პუნქტის მეტალისტის მიმართ სროლის გახსნის შედეგად 17 ივნისს რუსი ჟურნალისტები: იგორ კორნელიუკი და ანტონ ვოლოშინი დაღუპნენ. გამომძიებლების აზრით, ცეცხლის კორექტირება სწორედ სავჩენკომ მოახდინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები