ირმა ინაშვილი: საპატრიარქოს უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს 

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი ხატთან დაკავშირებით, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული, საპატრიარქოს განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

“სრულიად მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია. ჯერ კიდევ ორი დღის წინ ვწერდი: თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!”, – წერს ინაშვილი.

რამდენიმე დღის წინ ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ სამების ტაძარს სტალინის გამოსახულებიანი ხატი მათ შესწირეს.

ცნობისთვის, ხატთან დაკავშირებით, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული, საქართველოს საპატრიარქომ განცხადება დღეს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: “მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები