პოროშენკომ რადაში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება შეიტანა განსახილველად

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ რადაში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება შეიტანა განსახილველად. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინული პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინამ და ევროკავშირმა 27 ივნისს ბრიუსელში ასოცირების შეთანხმების ეკონომიკურ ნაწილს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის მიხედვით, უკრაინის ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაცია მოხდება, ასევე გათვალისწინებულია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა. წინასწარი ინფორმაციით, რადა და ევროპარლამენტი ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას სინქრონულად, 16 სექტემბერს მოახდენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები