თურქეთში უკრაინის ელჩი: იარაღი, რომელიც უკრაინას უნდა მიწოდებოდა, ისრაელში იგზავნება

თურქეთში უკრაინის ელჩის, ვასილ ბოდნარის განცხადებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომმა გავლენა მოახდინა დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინის იარაღით დახმარებაზე.

მისი თქმით, ღაზაში მიმდინარე ომი ზიანს აყენებს რუსეთ-უკრაინის ომის აღქმას.

„საერთაშორისო მედიამ ამ მიმართულებას [სრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი] მიაქცია ყურადღება, ამიტომ არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი დასრულდა“, – განაცხადა ვასილ ბოდნარმა.

ელჩის თქმით, იარაღი, რომლის გადაცემა უკრაინისათვის იგეგმებოდა, ისრაელში იგზავნება, ხოლო დასავლეთის ქვეყნებში შიდაპოლიტიკური დინამიკა ის ფაქტორია, რომელიც უკრაინის დახმარებაზე გავლენას ახდენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები