“ჰამასის” თავდასხმის შედეგად დაზარალებული ამერიკელების ნათესავებმა შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეას უჩივლონ
ამერიკელების ოჯახები, რომლებიც დაიღუპნენ ან დაშავდნენ 7 ოქტომბერს ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმის შედეგად, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის შესაძლებლობას სწავლობენ, რომელიც “ჰამასს” იარაღს ირიბად აწვდის.
ამის შესახებ მათმა ისრაელელმა ადვოკატმა და უფლებადამცველმა, ნიცანა დარშან-ლაიტნერმა განაცხადა, – იტყობინება “ამერიკის ხმა”.
როგორც წყარო უფლებადამცველზე დაყრდნობით წერს, იარაღი, რომელიც “ჰამასმა” ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმის დროს გამოიყენა, “შეგნებულად და განზრახ” იყო მიწოდებული ჩრდილოეთ კორეის მიერ.
”ჩრდილოეთ კორეამ იცის, რომ მისი იარაღი ირანში მიდის, ირანი კი იარაღს “ჰამასს” აწვდის,” – თქვა მან და დასძინა, რომ ფხენიანს ”ირანი არც ერთხელ არ გაუფრთხილებია “ჰამასისთვის” იარაღის გადაცემის გამო”.
ადვოკატის თქმით, ეს ჩრდილოეთ კორეას “პასუხისმგებლობას აკისრებს”.
ნიცანა დარშან-ლაიტნერი ამბობს, რომ კოლეგებთან ერთად სწავლობს აშშ-ის სასამართლოში სარჩელის შეტანის შესაძლებლობას იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებმაც “ჰამასს” დაუჭირეს მხარი, როგორებიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა.