დავით ნარმანიამ ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს მიულოცა

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიულოცა. მისივე თქმით, უკეთესი მომავლის შექმნა, პირველ რიგში, ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღებასთან არის დაკავშირებული.
„გერქვას უნივერსიტეტელი და სწავლობდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ერთი მხრივ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა და, მეორე მხრივ, ძალიან დიდი ტვირთი, რადგან ეს სახელი ღირსეულად უნდა ატარო. დარწმუნებული ვარ, პირველკურსელები შეუერთდებიან დანარჩენ სტუდენტებს ამ სახელის ღირსეულად ტარებაში,“ – განაცხადა მისასალმებელ სიტყვაში დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა ხაზი გაუსვა, რომ დედაქალაქის მერად არჩევამდე და მინისტრობამდე უნივერსიტეტელი იყო, რაც მისთვის ძალზე საამაყოა. „ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ, უნივერსიტეტში გატარებული ყოველი დღე მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ, რომ ცხოვრების გზა უფრო ადვილად გავიკვლიოთ, რაც არც ისე მარტივია,“ – მიმართა დავით ნარმანიამ სტუდენტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები