მსჯავრდებულებისათვის ტრენინგი ჩატარდა
მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მსჯავრდებულებისთვის ძალადობისა და მისგან დაცვის საკანონმდებლო მექანიზმების თემაზე ტრენინგი ჩატარდა. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პრობაციის ბიუროს სოციალური მუშაკი ტრენინგზე პირობით მსჯავრდებულებს ესაუბრა ძალადობის სახეების, მსხვერპლისა და მოძალადის მახასიათებლების შესახებ, ხოლო იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთის ბიუროს იურისტმა მიმოიხილა ძალადობისგან დაცვის შესახებ არსებული კანონმდებლობა და შესაბამისი პროცედურები. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, პირობით მსჯავრდებულები ხშირად მონაწილეობენ საინფორმაციო–შემეცნებით ტრენინგებში, რაც ხელს უწყობს მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და ცოდნის გაღმავებას.