პუტინი შესაძლოა, მოღალატედ გამოაცხადონ და გადააყენონ, – რიჟოვი (ვიდეო)
ნაციონალურმა ძალებმა რუსეთში შესაძლოა, პრეზიდენტი პუტინი მოღალატედ გამოაცხადონ და გადააყენონ. ეს აზრი რუსეთის აკადემიის აკადემიკოსმა, დიპლომატმა, პოლიტიკურმა და საზოგადო მოღვაწემ იური რიჟოვმა „სოტნიკ ტვ“-სთან ინტერვიუში გაახმაურა. აკადემიკოსის განცხადებით, რუსეთში ბევრი ნაციონალისტია, რომელთა შორის „ფანატებიც არიან და თაღლითებიც“.
რიჟოვის აზრით, „მათ პატრიოტული ლოზუნგებით ხალხის მასის დაქოქვა შეუძლიათ, რათ თქვან, რომ პუტინი – მოღალატეა და ხალხი კრემლში შეიყვანონ. ეს ხალხის მასა ყველაფერს გაანადგურებს. ამ „ხუნვეიბინებს“ კი მერე აღსაზრდელად მაო ძედუნთან გააგზავნიან. მათ წაიყვანენ, ხელი რომ არ შეუშალონ. თვითონ კი არეულობის დროს მიღებული ქვეყნის მართვას დაიწყებენ ისე, როგორც სურთ და როგორც შეძლებენ“, – განაცხადა რიჟოვმა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=gHLfN9aNkaA” width=”560″ height=”315″]