დავით ნარმანიამ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, განათლების მინისტრ თამარ სანიკიძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა კოლელიშვილთან ერთად, ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს და პედაგოგებს 133-ე საჯარო სკოლაში მიულოცა.
„მინდა განსაკუთრებით მივესალმო პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად გადაშლიან სკოლის სახელმძღვანელოს. მინდა დღევანდელი დღე თითოეულ თქვენთაგანს კარგად დაგამახსოვრდეთ, რადგან ეს არის სწავლის და ყოველივე საუკეთესოს დასაწყისი. თითოეული გაკვეთილი, რომელიც თქვენთვის ჩატარდება, ყოფილიყოს თქვენი სამომავლო განვითარების, წინსვლის და წარმატების საფუძველი. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უკეთესი მომავალი გქონდეთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები