ევროკავშირი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გადახედვას აპირებს

ევროკავშირი 2 კვირის განმავლობაში უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების შესრულებას შეაფასებს და ამის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გადახედავს, – წერს „იტარ-ტასი“.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში ვითარების გათვალისწინებით, სანქციები შესაძლოა, საერთოდაც გაუქმდეს. „გადაწყვეტილება ამ თვის ბოლომდე იქნება მიღებული“, – განაცხადა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელის ქეთრინ ეშთონის პრესმდივანმა მაია კოსიანჩინმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა შესაძლოა, სანქციები ნაწილობრივ ან სრულად გააუქმოს იმის გათვალისწინებით, რა მდგომარეობა იქნება უკრაინაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები