ილია მეორე: მე დღეს გხვდებით თქვენ, რათა მოგილოცოთ ახალი წელი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მოქალაქეებს ახალი, 2024 წლის დადგომა მიულოცა.
“მე დღეს გხვდებით თქვენ, რათა მოგილოცოთ ახალი წელი. სიტყვას აქვს ძალა. რამდენიმე საუკუნის წინ იყო ხალხში ასეთი წესი – ხვდებოდნენ ერთმანეთს და ეუბნებოდნენ: გიხაროდეს, გიხაროდეს შინ და გარეთ. იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. მშვიდობა თქვენდა. ღმერთმა დაგლოცოთ, ამინ!“, – აღნიშნა ილია მეორემ.