სამტრედიაში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებები ჩატარდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სამტრედიაში საახალწლო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცენტრალურ მოედანზე, რამდენიმე ლოკაციაზე მოწყობილი იყო გასართობი სივრცეები, რომლითაც სარგებლობა უამრავ ბავშვს შეეძლო. მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა ადგილზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობას აძლევდა, ულამაზესი საახალწლო ინსტალაციები, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა დაეთვალიერებინა. მოეწყო ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, რამდენიმე ადგილას განთავსებული იყო საახალწლო სათამაშოების სახელოსნო, გაიმართა ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი, მოეწყო ანიმატორების საბავშვო პროგრამა, ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა და ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან. დღის კულმინაცია იყო საახალწლო კონცერტი და საზეიმო ფოიერვერკი. ,,რეზომ და ბავშვებმა”, მასტერმა, ქეთი გომართელმა, ტატო გოდერძიშვილმა, თაკო მელიქიშვილმა, მარი მამისმედიშვილმა და გიორგი ელიზბარაშვილმა სამტრედიელების წინასაახალწლო განწყობაზე იზრუნეს.

ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები