დონეცკში ეუთოს მონიტორინგის მისიას ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულია 4 მშვიდობიანი მოქალაქე
დონეცკში, პუტილოვსკის ბაზართან, ეუთოს მონიტორინგის მისიას ცეცხლი გაუხსნეს. სროლის დროს მშვიდობიანი მოქალაქეები არიან დაღუპული. ინფორმაციას ამის შესახებ ეუთოს მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები ავრცელებენ. ცნობილია, რომ ცეცხლი სწორედ მათი გამოჩენის შემდეგ გაიხსნა.
„ერთ-ერთი შენობიდან ბოლი გამოდიოდა, ადგილზე მეხანძრეები მუშაობდნენ“, – ნათქვამია რადიო „თავისუფლების“ სიუჟეტში.
გავრცელებული ინფორმაციით, სროლის შედეგად 4 ადამიანია დაღუპული. ეუთოს მისია პუტილოვსკის ბაზრის დაშორებით 1 კილომეტრში იმყოფებოდა. ნაღმსატყორცნი ჭურვი მათი ადგილსამყოფელიდან 100 მეტრში აფეთქდა.